5 ნოემბერს “ჰილტონ ბათუმში” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია “საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში” გაიმართა.

 კონფერენცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გახსნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილე მიულოცეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,  პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მათიას გიომარმა.

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები დაესწრნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები