მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში, პრაქტიკული კონფერენცია - „მოგზაურობა ქრისტიანულ აფხაზეთში. 1700 წლოვანი
ისტორიის კვალდაკვალ“ გაიმართა.
ღონისძიება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან
1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციის
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ
გამახარიამ. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს
საჯარო სკოლებში აფხაზეთის ისტორიის, მათ შორის რელიგიის ისტორიის
პოპულარიზაციის აუცილებლობის შესახებ. ჯემალ გამახარიამ
ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას მსგავს
აქტივობებში.
კონფერენციაში
მონაწილეობდნენ აკაკი ჩხენკელის
სახ. აფხაზეთის 21-ე სკოლა; ქ. ფოთის ილია ჭავჭავაძის სახ. მე-5 სკოლა; ქ. ფოთის ნიკო
ნიკოლაძის სახ. მე-2 სკოლა; ქ. ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის სახ. მე-6 სკოლა; სსიპ დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის სკოლა; სიღნაღი, სოლომონ დოდაშვილის სახ. სოფელ მაღაროს
სკოლა; კორბოულის მე-2 საჯარო სკოლა; ზესტაფონი, სოფელ კვალითის საჯარო სკოლა; წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა; სსიპ აკაკი კივილაძის სახ. ქ. თბილისის
მე-8 საჯარო სკოლა; ქ. თბილისის 114-ე საჯარო სკოლა; კოტე ფოცხვერაშვილის სახ. ბაღდათის
სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა.
მოხსენებებით
წარსდგნენ უფროსკლასელები და მათი პედაგოგები, მოსმენილ იქნა 23 მოხსენება.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების
ისტორიულ,
კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებზე,
დეტალურად მიმოიხილეს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლების მდგომარეობა.
კონფერენციას
უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა
და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.
კონფერენციას
ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ
ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ
ჯგუბურია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები,
მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების
დასასრულს ჯემალ გამახარიამ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები
უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
პრაქტიკულ
კონფერენციაში "აფხაზეთი საქართველოა" მონაწილეობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ანი კვარაცხელია
ანასტასია ბართაია
მადინა ცირდავა
ნათია ღურჯია
ნანო ჩიქოვანი
ანა გუნია
მეგი სურმავა
ლიზი დოხნაძე
ანასტასია ღვინჯილია
თამარ გუნია
ნია გუჯაბიძე
ქეთევან ღვინჯილია
ანასტასია ტურავა
ნანა გადელია
მარიამ მიმინოშვილი
ლელა ხელაძე
ანასტასია კოპაძე
შორენა კუხალეიშვილი
ქეთევან ხეცურიანი
დავით ჩივაძე
მირიან მინაძე
თინათინ ფაიქიძე
მარიამ გარსენიშვილი
ქრისტი ყაჭაშვილი
ლიზი თარაშვილი
ელისაბედ შიუკაშვილი
მარიამ მუმლაძე
ნანულის სომხიშვილი
მარიამ ერაძე
რამაზ ტალახაძე
ინგა ხარჩილავა
კახაბერ ჩაკვეტაძე
ლიზი იმედაშვილი
ბარბარე ხარჩილაძე
ანი ფხაკაძე
მარიამ ფიფია
ლუკა თედიაშვილი
ანდრია ხუროშვილი
მარიამ მამამთავრიშვილი
მარიამ მაღლაკელიძე
გაბრიელ მიშელაძე
გაბრიელ მელქაძე
თამარ კუსიანი
თეკლა კამლაძე
ბარბარე სამხარაძე
მარიამ დალაქიშვილი
თეონა მაისურაძე
მათე დავლაძე
ანასტასია ლუტიძე
ანამარია გაფრინდაშვილი
ეკატერინე ციმაკურიძე
დავით აბულაძე
ირინა რუხაძე
სოფი ჭითავა.