მიმდინარე წლის 11 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

კომიტეტმა განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა (3 კვარტლის) ნაზარდი ჯამით“.

კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა რესპუბლიკური ბიუჯეტის ეკონომიკური მუხლების პარამეტრები. ამასთან, მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღების გამახვილება საბიუჯეტო პარამეტრების ცალკეული მაჩვენებლების შეუსრულებლობაზე, რომელთა გამოსწორებაც საბიუჯეტო წლის ბოლომდეა საჭირო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი დოკუმენტის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: როსტომ შამუგია, რაისა ქარაია (დისტანციურად), ანზორ წოწონავა (დისტანციურად).

სხდომას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნონა გურჩიანი, აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თამაზ თოდუა.

გალერეა

სხვა სიახლეები