სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოსა
და სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,
საქართველოში ქრისტიანობის
სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი
საერთაშორისო სამეცნიერო
სიმპოზიუმი გაიმართა.
ღონისძიებას სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
თეა ჯუღელი
უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას
მისასალმებელი სიტყვით
მიმართეს მანგლისისა
და თეთრიწყაროს
ეპარქიის მიტროპოლიტმა,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის
წევრმა მეუფე
ანანიამ (ჯაფარიძე),
ჭყონდიდის, ცაგერისა
და ლენტეხის
ეპარქიის მიტროპოლიტმა
მეუფე სტეფანემ
(კალაიჯიშვილი), აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ
გამახარიამ, იძულებით
გადაადგილებულ პირთა
მინისტრმ დავით
ფაცაციამ.
პლენარულ სესიაზე
უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ, ისტორიის
დოქტორმა ჯემალ
გამახარიამ წარადგინა
მოხსენება - “ქართული
ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის საკითხი
რუსეთის ეკლესიის
უწმინდესი სინოდის
განსაკუთრებულ სათათბიროში
(1906 წლის იანვარ-მარტი)”.
პლენარული სესიის
დასრულების შემდეგ
კონფერენციის მუშაობა
სექციების მიხედვით
წარიმართა. აღსანიშნავია,
რომ ისტორიის
სექციას ჯემალ
გამახარია და
ისტორიის დოქტორი,
პროფესორი ზურაბ
პაპასქირი უძღვებოდნენ.
სამეცნიერო სიმპოზიუმში
ქართული და ევროპული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ასევე
ესწრებოდნენ უმაღლესი
საბჭოს ხელმძღვანელი
პირები და
წევრები: ვახტანგ
ყოლბაია, ზურაბ
ჯგუბურია, ნუგზარ
მგალობლიშვილი, მურმან
კვარაცხელია, გია
გვაზავა, აფხაზეთის
მთავრობის წევრები,
ქართველი მეცნიერები,
მკვლევარები, აკადემიკოსები, სტუდენტები,
სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და
უმაღლესი საბჭოს
აპარატის წარმომადგენლები.