მიმდინარე წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ქ. ზუგდიდში გამართულ ღონისძიებას - „ახალგაზრდები აფხაზეთისთვის - აფხაზეთი საქართველოა“ დაესწრო. 

ღონისძიება ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის კულტურის ცენტრისა და მშვიდობის ელჩების მიერ იყო ორგანიზებული, და მასში სხადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები არიან გაერთიანებული.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიხსენეს აფხაზეთისთვის თავდადებული ნაცნობი და უცნობი გმირები, მათ შორის მიხეილ ჯინჭარაძე, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია... ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს სიყვარული საკუთარი სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის როლზე, სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისთვის, ერთიანობის წარმოჩენისთვის, წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში და მხარდაჭერა აღუთქვა. 

ღონისძიების დასასრულს ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის კულტურის ცენტრი და პირადად მისი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია დააჯილდოვა.  

გალერეა

სხვა სიახლეები