26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებებში.


ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მონაწილეობდა დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართულ ღონისძიებებში - გამოფენებში, კონცერტებსა და სხვა სახის საინტერესო აქტივობებში.

 

რეგიონში დაგეგმილ მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს თელავში შეუერთდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები თამაზ ხუბუა და დავით გვაძაბია, დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია. დაესწრნენ თელავის დრამატულ თაეტრში 26 მაისის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენის გახსნას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილს და დევნილთა კუთხით არსებულ ზოგად ვითარებასა და პრობლემებზე გაესაუბრა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს თელავის ადგილობრივ ინტელიგენციას და ამავე რეგიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს.





































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions