აფხაზური ენის დღე თბილისში


27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისში, გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ამასტან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:


„წელს შესრულდა 145 წელი დიმიტრი გულიას დაბადებიდან. ის გახლდათ პირველი აფხაზი პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი. მან არა მხოლოდ შექმნა და საფუძველი ჩაუყარა აფხაზურ ლიტერტურას, არამედ თვით აფხაზური ანბანის შექმნაშიც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც ხედავთ, დიმიტრი გულიას ძეგლი დღესაც ამაყად დგას თბილისში და იდგმება მუდამ. გასული საუკუნის ოციან წლებში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოღვაწეობდა, აფხაზურ ენას ასწავლიდა.  ცნობილია ასევე დ.გულიას სამეცნიერო მოღვაწეობა, რომლის გვირგვინიც შეიძლება იყოს 1949 წელს გამოქვეყნებული მონანიება, სადაც ის ქართველთა და აფხაზთა ერთიანობზე საუბრობს. ეს არ იყო ვინმეს ძალდატანებით დაწერილი, რადგანაც ამ წიგნის გამოცემიდან დიმიტრი გულიამ  კიდევ 10 წელი იცხოვრა და არ უარუყვია თავსი ნაშრომი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოსაზრება -  აფხაზები და ქართველები ერთნი არიან და სამუდამოდ ერთად უნდა იყონ,  მისი ნებით იყო დაწერილი.


დ.გულიას იუბილესთან ერთად, ბუნებრივია, აღვნიშნავთ აფხაზური ენის დღესაც.  მოგეხსენებათ, აფხაზური ენა არის თულ და მძიმე მდგომარეობაში, მას ემუქრება გაქრობა.  ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი, ეს სამწუხარო რეალობაა.  ჩვენი ადამიანური, გნებავთ,  კონსტიტუციური ვალია, ვიზრუნოთ ამ ენის შენარჩუნებისთვის, განვითარებისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის მთელს მსოფლიოში.  სხვათა შორის, დევნილი და ცენტრალური ხელისუფლება ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ. თქვენ ალბათ იცით, რომ ბევრ სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა, საუბრობენ აფხაზურად, ლექსებს კითხულობენ, სპექტაკლებსაც დგამენ აფხაზურ ენაზე, არაფერს ვამბობ, როგორ ცეკვავენ და მღერიან აფხაზურად ჩვენი (აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის) ანსამბლის წევრები. ასე რომ, როგორც გითხარით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აფხაზური ენა შენარჩუნდეს, განვითარდეს და იყოს პოპულარული მთელს მსოფლიოში.


- მაგრამ....  ბატონო ჯემალ, თუ გავიხსენებთ ს.შამბას სიტყვებს, რომ „ის მატარებელი უკვე წასულია“..... ექნება თუ არა შედეგი ჩვენს ძალისხმევას და მონდომებას აფხაზურ ენის ზრუნვისთვისა და განვითარებისთვის?



- როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ვალია ვიზრუნოთ და შევინარჩუნოთ აფხაზური ენა, სულაც არ ვფიქრობთ ამ დროს იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვება ამას. ეს საკითხის მეორე მხარეა, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ აფხაზურ ენაზე იმიტომ კი არ ვზრუნავთ და იმიტომ კი არ ვცდილობთ მის პოპულარიზაციას, რომ ვიღაცამ მოგვიწონოს და შეგვაქოს, ეს ჩვენი მოვალეობაა და მას ვასრულებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions