სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლას აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა


ა/წ 15 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოჩა წულაიას სახელი მიენიჭა.

 

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა, ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, იმავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, გენერალმა თემურ ხევსურიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ალუ გამახარიამ, გოჩა წულაიას თანამებრძოლებმა და სკოლის პედაგოგებმა.

ღონისძიებამ სიხარულის ცრემლის, ამაღელვებელი სიტყვებისა და ემოციების ფონზე ჩაიარა. გუმბრინის სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო კოლაჟის თანხლებით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გოჩა წულაიას ბიოგრაფია და გმირული საქმეები, წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე.

ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, სკოლის პედკოლექტივს აფხაზეთის ომის გმირის სახელის უკვდავყოფისათვის. „მიუხედავად მტრების სიმრავლისა, საქართველო მუდამ იარსებებს, მუდამ იარსებებს თქვენი ლამაზი სოფელი გუმბრინი თავისი სკოლით, რომელიც მუდამ გოჩა წულაიას სახელის მატარებელი იქნება. ამიტომ, კი არ გისამძიმრებთ შვილის დაღუპვას, არამედ გილოცავთ გოჩას სახელის უკვდავებაში, მარადიულობაში გადასვლას“ - ასე მიმართა ჯემალ გამახარიამ გოჩა წულაიას მშობლებს.
















































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions