ჯემალ გამახარიამ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო 1 თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტების სახით. პირველ რიგში დახმარება გაეწია ხანდაზმულ ადამიანებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

 

სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, 6 მაისს, გიორგობის დღეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ეწვია ყვარლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. მან მიულოცა დევნილ თანამემამულეებს გიორგობის დღესასწაული და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.



იხილეთ ბმული: http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=55
















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions