მორიგი ჰუმანიტარული აქცია

13 მაისს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, ე.წ. ჰუალინგის დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მორიგი სასურსათო დახმარება მიიღეს.

 

დევნილებს გადაეცათ სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები.

ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის და იგი მომავალშიც გაგრძელდება. მასში ჩართულნი არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და აპარატის წევრები, რომელთა ხელფასიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები.
























































































 

 


















































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions