გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

22 ივლისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი:

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის და განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

 

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ბ-ონ მ.კვარაცხელიას მოხსენება 18-19 ივლისს ქ.ქუთაისში მივლინების შედეგების შესახებ.

 

პრეზიდიუმს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions