აფხაზეთის ომის გმირები

28 წლის შემდეგ, დღესაც აფხაზეთის კონფლიქტის ტრაგიკული შედეგები გვახსენებს თავს...


 

როგორც აფხაზეთის მეომართა კავშირი იტყობინება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში უგზოუკლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების კომისიის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარის დახმარებით, დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, აფხაზეთის ომში  გმირულად დაღუპულ მებრძოლებს:

1. ალექსანდრე გეორბელიძეს, 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი.

2. როინ შამუგიას, 23-ე ბრიგადის მეოერე ბატალიონი.

3. შაქრო ხვიჩიას, ქუთაისის, 21-ე ბრიგადა.

4. ბესარიონ აბულაძეს, ქუთაისის, 21-ე ბრიგადა.

5. შმაგი გოგშელიძეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის პოლკი.

6. ზურაბ ჯიდოშვილს

7. გიგლა აბლოთიას.

დღეს, 18:00- ზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს.

15 აგვისტოს 14:00-ზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარიდან გაიმართება გმირულად დაღუპული მებრძოლების გადასვენება.

„ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მათ მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება"-  აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions