შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

3 აგვისტოს, გაიმართა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება - ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი.

საქართველოს მთავრობის 2021-30 წლების ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში დეტალურად არის წარმოდგენილი საშუალო და გრძელვადიანი მიზნები, რომლებიც ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.

 

დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია ხედვები საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობასთან შერიგების მიმართულებით მათთან ნდობის აღდგენის, დიალოგის და ჩართულობის ფარგლებში.

საუბარია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეებთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, ისე ევროკავშირსა და აშშ-თან ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ფორმატების,  სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში და სხვა.


იხილეთ ბმული: 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია
https://youtu.be/Y1hPDy-K2RY

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions