გაიმართა საერთაშორისო „გლობალური ტრენინგების აკადემიის“ (GTA) კონკურსი

საერთაშორისო „გლობალური ტრენინგების აკადემიის“ (GTA) კონკურსი დაიწყო 2021 წელს, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით ჩართული იყო 38 ქვეყანის 400-ზე მეტი პედაგოგი. პროექტი მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში ZOOM პლატფორმაზე და მონაწილეებს ევალებოდათ პასუხების გაცემა ჟიურის მიერ დასმულ შეკითხვებზე, მათი საქმიანობიდან გამომდინარე.

 

საქართველოდან სხვა კონკურსანტ პედაგოგებთან და ტრენერებთან ერთად აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, რომელიც ამავდროულად გახლავთ „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური ქართულენოვანი სწავლების“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.

GTA-ს ქართველი კოორდინატორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების პედაგოგის ინგა ხარჩილავას მოწვევით იგი ჩაერთო აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში. კონკურსი მოიცავდა მრავალ ეტაპს. ტრენინგებისა და მოხსენებებით ნანა კვარაცხელია მრავალგზის წარდგა კონკურსის ჟიურის წევრების წინაშე.

ამასთან, კონკურსის ფარგლებში გამართულ არაერთ ონლინ შეხვედრაში ნანა კვარაცხელიამ გააცნო მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს მის მიერ შექმნილი პროექტი, რითაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სერთიფიკატების მფლობელები. საქართველოდან 8 პედაგოგს გადაეცა „ოქროს მედლის“ სერთიფიკატი - „მსოფლიოს შემოქმედ ქალთა ჯილდო 2021“, რომეთა შორის გახლდათ ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. ამასთან, მან მოწვეული სტუმრის სტატუსში არაერთგზის ისაუბრა საქართველოს, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და რუსეთის როლზე მიმდინარე პროცესებში.

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions