ჯემალ გამახარია ვეტერანის დღეს გილოცავთ

ძვირფასო მეგობრებო, თანამემამულენო! აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით გილოცავთ "ვეტერანის დღეს’" და მადლობას გიხდით სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

 

თქვენს მიერ განვლილი ბრძოლის გზა სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის, რადგან ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე მიიტანეთ საქართველოს სამსხვერპლოზე, ბევრი თქვენგანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

დღესაც დგეხართ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგებისა და ჩვენი სამშობლოს ერთიანობის სადარაჯოზე.

კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ "ვეტერანის დღეს" და გისურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას და კეთილდღეობას!

უფალი გფარავდეთ!

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions