სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - "აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სამეცნიერო-აკადემიური პოტენციალი“

2 დეკემბერს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რევაზ აბსავას სახ. დარბაზში გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოსის, მსოფლიოში აღიარებული მათემათიკოსის ილია ვეკუას გარდაცვალების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - "აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სამეცნიერო-აკადემიური პოტენციალი“.

 

ილია ვეკუას სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოხსენებით გამოვიდა პროფესორი გ. ჯაიანი, აფხაზეთში სამეცნიერო პოტენციალისა და ზოგადად აფხაზეთის მეცნიერების მიღწევებზე ისაუბრა პროფესორმა თ. ჩილაჩავამ, აფხაზეთის მეცნიერების ისტოროული მიმოხილვა დამსწრე საზოგადეობას მოახსენა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა ო. ჟორდანიამ. სიტყვით და მოგონებებით გამოვიდნენ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილი რექტორი პროფესორი ნ. ებანოიძე, პროფესორი ჰ. მელაძე,  უნივერსიტეტის დეკანი ნ. კირთაძე, კუნძულ კრეტაზე ფესკო დისკოს გამშიფრავი, მეცნიერი და მკვლევარი გ. კვაშილავა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზ. ლომთათიძე.

ილია ვეკუას სახელობის მუზეუმის გახსნის ისტორიაზე, ილია ვეკუას დაბადებიდან 100 წლისთავის აღნიშვნის მოგონებაზე ისაუბრა გალის რაიონის იმ დროის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვ. ყოლბაიამ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აფხაზეთის მეცნირებათა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნირებათა აკადემიების წევრები, მეცნიერები, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომაგენლები, მოწვეული სტუმრები.























































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions