ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ეუთო-ს 29-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება.  განცხადებაში აღნიშნულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას  და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გამო. მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი  მკაფიო ვალდებულებები და ასევე მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.


Joint Statement of the Group of Friends of Georgia at the 29th OSCE Ministerial Council Meeting




Mfa.gov.ge

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions