გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება გაიმართა.

 

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით შედგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატები გახდნენ: აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ -  ქორეოგრაფიული და მუსიკალური პროგრამისთვის - „ქორეონიკონი“; ჯეირან ბასარია -ფერწერული ნამუშევრებისთვის; ვანო ქავშბაია - ფერწერული ნამუშევრებისთვის; დარიკო ფიფია  - პოეტური კრებულისთვის „ორი მზე“.

პრემია ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით. საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.









































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions