სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-თემატური ღონისძიება გაიმართა

17 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო-თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი შემოტევის წარმატებულად მოგერიების 30-ე წლისთავს ეძღვნებოდა.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან აღნიშნა, რომ მარტის ეს დღეები გახლავთ მოგებული  უმნიშვნელოვანესი ბრძოლის დღეები, რომლითაც დღემდე ვამაყობთ ქართველები. სწორედ ამ ბრძოლების უკვდავსაყოფად დაწესდა არტილერიის დღედ 15 მარტი.

ზურაბ ხონელიძე მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს. მან მადლობა გადაუხადა ჯემალ გამახარიას ერთიანობისთვის და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისათვის რისი გამოხატულებაც დღევანდელი ღონისძიება იყო და განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის ორი ყველაზე უფრო ცოცხალი ორგანიზმი ქართულ სახელმწიფოში, რომელიც იზიარებს ქვეყნის ბედს, თუ ვინმეს შესწევს ქვეყნის ერთიანობის უნარი ეს გზა გადის ამ ორ ინსტიტუციაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები,  დევნილი და დედაქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე.

ზურაბ ხონელიძემ დამსწრე საზოგადოებას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლებში დაღუპული მეომრებისთვის, რის შემდეგაც ისაუბრა ვეტერანთა დამსახურებაზე, მათი უფრო მეტი დაფასების აუცილებლობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიების ინიციატორები არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და სოხუმის უნივერსიტეტი და სიტყვა გადასცა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას.


ჯემალ გამახარია მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი ეს არის აფხაზეთის ტრაგედიის 30 წელი. ქვეყანაში არ იგრძნობა, რომ მოგვიწევს ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნა. თუმცა ენგურს გაღმა ამ თარიღთან დაკავშირებით ძალიან დიდი მზადება მიმდინარეობს. მათ ჩაფიქრებული აქვთ ამ დღის საერთაშორისო მასშტაბით აღნიშვნა, როგორც აღიარების 15 და მათი ვითომ „გამარჯვების“ 30 წელი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვმართებს ძალიან სერიოზული ღონისძიებების ჩატარება და დაგეგმილი გვაქვს ეს ღონისძიებები. მალე საქართველოს პარლამენტსაც წარვუდგენთ ყოველივე ამას, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ომს და მის უმძიმეს შედეგებს მიეცეს სათანადო შეფასება, რაც დღემდე არ არის გაკეთებული. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ დღევანდელი დღე 17 მარტი, 30 წლის წინ ეს დღე ნამდვილად იყო ისტორიული დღე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ ისტორიაში. მან განაცხადა, რომ ქართველმა მებრძოლებმა იმ დღეებში არნახულ გმირობა  გამოიჩინეს, ხოლო ქართულმა  სარდლობამ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი გამოავლინა და აჯობა რუსულ სარდლობას.

ჯემალ გამახარიამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი 1993 წლის 17 მარტის საქართველოს პარლამენტის მიმართვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპარლამენტის, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებისა და რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოსადმი. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში უკვე საუბარია არა რუსეთის რეაქციულ ძალებზე, არამედ რუსეთის სახელმწიფოზე. მასში ფაქტობრივად აღიარებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მიმდინარეობს და არა ბრძოლა სეპარატისტებთან. მასში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მიზანი არის საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა. ყველაზე მნიშვნელოვნი ამ დოკუმენტში როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა არის ბოლო აბზაცი, რომელშიც საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებრიობას რეაგირების გარეშე არ დატოვონ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, „არ დაუშვან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იმპერიალისტური ამბიციებით შეპყრობილ პოლიტიკურ ძალთაგან. დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო დემოკრატიული ძალები წინ აღუდგებიან „ბოროტების იმპერიის“ აღორძინებას და ამით უდიდეს საფრთხეს ააცილებენ როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს, მათ შორის - თვით რუს ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოსაც.“ რაზეც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დასძინა, ყურად რომ ეღოთ ეს განცხადება მაშინ  არ მოხდებოდა შემდგომი  ტრაგიკული მოვლენები და არ მოხდებოდა უკრაინის ტრაგედია 2014 წლიდან დღემდე რომ გრძელდება, არც მსოფლიო აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ის დღეს იმყოფება. ჩვენ ეს თემა უნდა გავააქტიუროთ იმისათვის, რომ დღეს მაინც მივაღწიოთ ისეთ ობიექტურ შეფასებას საერთაშორისო დონეზე, როგორსაც ეს ტრაგედია იმსახურებს, რაც კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აღნიშნულ თემაზე მოხსენება „1993წ. მარტის გმირული ეპოპეა. ხედვა გუმისთის მეორე სანაპიროდან“  წაიკითხა  ამავე უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ, რომელიც სოხუმელია და ომის ვეტერანი, იმ დროის მოვლენებს უშუალოდ იცნობს. თუმცა ამჯერად მან წარმოადგინა აფხაზური მხარის თვალით დანახული მოვლენები და მათეული შეფასებები, რაც ძალიან საინტერესო იყო მსმენელთათვის.

გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ ფიფია, აფხაზეთის ომის ვეტერანი,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, რომელმაც ამ ბრძოლების ერთერთი მონაწილის ბრიდაგის მეთაურის პირველი მოადგილის სპარტაკ მარხულიას ხსოვნის საპატივცემულოდ დამსწრე საზოგადოებას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი ხსოვნისათვის.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-თემატური ღონისძიება გაიმართა

https://youtu.be/FDaPtV43-SA





































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions