ნანა კვარაცხელიას “2023 წლის შთამბეჭდავი მოტივატორი სპიკერის“ ჯილდო გადაეცა

14 იანვარს, მე-4 “გლობალური განათლების სამიტი - 2024“ ჩატარდა. ღონისძიება დუბაიში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებითა და მხარდაჭერით განხორციელდა. სამიტზე განიხილეს დისტანციური განათლების მიღწევები და პერსპექტივები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, არაბთა გაერთიანებული საამიროდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ეგვიპტედან, შრი-ლანკადან, მაროკოდან, კენიიდან, ქუვეითიდან.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს დისტანციური განათლების მიწოდების გაძლიერებაზე და სწავლების მეთოდოლოგიის გამდიდრებაზე. გაიმართა საქმიანი საუბარი ციფრული განათლების ინდუსტრიის ყველა დაინტერესებული სუბიექტის ინიციატივებისა და პროფესიული განვითარების ასპექტებზე. მოხდა დაგროვილი გამოცდილების და შეხედულებების ურთიერთგაცვლა, განათლების სფეროში ინოვაციების მნიშვნელობისა და იმ სირთულეების წარმოჩენა, რომლებიც თან ახლავს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესს.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ქ-მა ნანა კვარაცხელიამ. თავის გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისტანციური განათლების საჭიროება არა მხოლოდ მსოფლიო პანდემიის გამოწვევა გახლდათ, არამედ საქართველოში მისი საჭიროება ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაციით იქნა განპირობებული. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 2016 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 50 ათასზე მეტ ადგილობრივ ეთნიკურ ქართველს აეკრძალა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. სწორედ აღნიშნული გამოწვევები გახდა საფუძველი ალტერნატიული განათლების შეთავაზებისთვის.

ნანა კვარაცხელიამ ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტის - „ქართულენოვანი სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში“ დეტალებზე, რომლის მეშვეობით ოკუპაციისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე; საქველმოქმედო ინიციატივებზე განათლების მიწოდების თვალსაზრისით და ამ პროცესში, როგორც საკუთრივ ოკუპირებული ტერიტორიიდან, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ (საფრანგეთი, პოლონეთი) მყოფი დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის სწავლებისა და უცხოეთში ადაპტაციის ხელშეწყობაზე; ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების დანერგვაზე საკანონმდებლო დონეზე; ონლაინ სწავლების მნიშვნელობაზე მოსწავლეების მომზადების პროცესში შემდგომში მათი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სტატისტიკაზე, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების მიმართულებით. ღონისძიების მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების მაღალი დონის შესახებ.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა გლობალური განათლების სამიტზე მსოფლიოს მასშტაბით „2023 წლის შთამბეჭდავი მოტივატორი სპიკერის“ დაჯილდოების ცერემონიას.

საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის და გაზიარებული იდეებისათვის, “2023 წლის შთამბეჭდავი მოტივატორი სპიკერის“ ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა ქ-ნ ნანა კვარაცხელიას.

„როგორც მოტივატორი სპიკერი, თქვენი შთაგონების და ამაღლების უნარი დასაფასებელია, რაც აჩვენებს პოზიტიური მოტივაციის ძალას პირადი და კოლექტიური წარმატებისთვის. უმაღლესი განათლების ჯილდო აღიარებს თქვენს ერთგულებას სწავლის, აღზრდისა და გაძლიერების კულტურის ხელშეწყობაში, რაც გავლენას ახდენს ინდივიდებზე მათი სრული პოტენციალის მიღწევაში“ - ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.


ნანა კვარაცხელიას “2023 წლის შთამბეჭდავი მოტივატორი სპიკერის“ ჯილდო გადაეცა
https://youtu.be/ea1AVIxbJDs




































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions