უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ სამუშაო თათბირი გამართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბატონ თამაზ ხუბუასთან 2024 წლის 29 იანვარს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აპარატის უფროსის თათბირი.

 

მუშა თათბირზე განხილული იქნა საკითხები რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად საგაზაფხულო და საშემოდგომო სასესიო პერიოდების პლენარულ სხდომებზე „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატით მთავრობის წევრების მოსმენების მომზადება-ჩატარებაში უმაღლესი საბჭოს წევრების მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფისათვის. თათბირზე მოსმენილი იქნა ინფორმაციები უმაღლესი საბჭოს მიმდინარე საქმიანობის ცალკეულ ასპექტებზე.

თათბირს ესწრებოდნენ: რ. ცატავა, ა. მარშანია, ნ. მგალობლიშვილი, ა. წოწონავა, მ. კვარაცხელია, თ. მჟავია, ზ.მებონია, განყოფილებების უფროსები - ზ. გახარია, თ. გასვიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მ. ჯახაია.



















































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions