თამაზ ხუბუა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ნინო ლობჟანიძეს შეხვდა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა თამაზ ხუბუამ და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა მუშა შეხვედრა გამართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან, ქალბატონ ნინო ლობჟანიძესთან.

 

შეხვედრის დროს განხილული იქნა საკითხები, რომლებიც ეხებოდა აფხაზეთის №15 საჯარო სკოლაში გამოვლენილი ფინანსური დარღვევების ფაქტებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ შესაბამის ღონისძიებებს.

მინისტრის მოადგილემ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია დარსანია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე მაია ჯახაია.


























































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions