თამაზ ხუბუა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა

14 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორს ეკა წივწივაძეს და ცენტრის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ელისო ხუტკუბიას.

 

მუშა შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აფხაზეთის პრობლემის საინფორმაციო უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დანარჩენ საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები აფხაზეთის მკვიდრი თანამემამულეების პოლიტიკური და სოციალური დაცვის, აფხაზეთში კონფლიქტთან დაკავშირებით ქართული და საერთაშორისო მედიის ორგანოებთან თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების, აფხაზეთიდან დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის გამჭვირვალობისა და რეპრეზენტაბელურობის უზრუნველყოფაში ჩართულობის გააქტიურების თემებზე. შეხვედრის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისათვის დამატებით საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფის შესაძლებლობებზე მსჯელობას. განხილული იქნა რიგი მიმართულებებით მუშაობის კოორდინაციის პრაქტიკული მახასიათებლები, რომლებიც უმაღლესი საბჭოსა და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლობის ასპექტებს შეეხება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქმიანი მუშა შეხვედრა-კონსულტაციების რეგულარულად ჩატარებისათვის.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ და თავიანთი მოსაზრებები განსახილველ სკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშრების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსმა მურმან ფარფალიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწემ მაია ჯახაიამ.








Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions