იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

20 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირების შესახებ.

ვახტანგ ყოლბაიამ დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი. მან აღნიშნა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დაპირისპირება არ შეიცავდა სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს. ომი შესაძლებელი გახდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის შემდეგ. როგორც ომი აფხაზეთში, ისე ე.წ. სამშვიდობო მისია რუსეთის მხრიდან მიზნად ისახავდა აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციასა და ანექსიას. აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით 1992-1993, 1998 და 2008 წლებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი ქართველების ეთნიკური წმენდა/გენოციდი, ვინაიდან იგი განხორციელებული იყო ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებით. ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა/გენოციდი სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ დააჩქარა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის პროცესი, რაც გამოიხატა მოსკოვსა და სოხუმს შორის მრავალრიცხოვანი „შეთანხმებებისა“, „პროგრამებისა“ და სხვა უკანონო აქტების გაფორმებაში.

აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება მიმდინარე პროცესებზე.

კომიტეტის წევრებმა მოიწონეს წარმოდგენილი დადგენილების პროექტი და საკითხის განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული დადგენილების პროექტის უმაღლეს საბჭოში ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.



































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions