იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

31 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიციირება.”

ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის (უმაღლესი საბჭოს ჯილდოები) მე-7 პუნქტის თანახმად საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს კომიტეტის, ფრაქციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. მისი განმარტებით წარმოდგენილი პროექტის მიღება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოების მიზნით პირის წარდგინების უფლება აქვთ, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში არ იქნება წარდგინების უფლების მქონე პირთა შეზღუდული წრე და წარდგინების უფლების მქონე პირთა წრე უფრო გაფართოვდება, ხოლო პროცედურა გამარტივდება. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში საპატიო სიგელით და უმაღლესი საბჭოს მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, მურმან კვარაცხელიამ.

საკითხის განხილვის შემდეგ  კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში ინიციირებას.

სხდომას ესწრებოდნენ ანზორ წოწონავა, ნაპოლეონ მესხია, მურმან კვარაცხელია, ბორის კაკუბავა, რაისა ქარაია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions