უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

20 ნოემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. მოწვეული სტუმრები იყვნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის დეპარტამენტის უფროსი ნოე ქაშიბაძე.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: "ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს" და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ შესახებ კანონპროექტი.

მურმან კვარაცხელიამ დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ 2023 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პარამეტრები წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ შესახებ აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით პარამეტრები არის გაზრდილი, როგორც შემოსულობების, ასევე ხარჯების ნაწილში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონის პროექტის და ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად წარდგენას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები თ. ხუბუა, თ. მჟავია, ნ. მგალობლიშვილი, ზ. ჯგუბურია.





































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions