2019 წლის 8 აპრილიდან არჩეულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ
2014 წლის 28 მარტიდან არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ
2004 წლიდან არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარედ
1991 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
1999 - 2004 წლებში არჩეული იყო მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრად
80-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში. 1991-1992 წლების მიჯნაზე განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგაც ჯემალ გამახარია დარჩა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ იდეების ერთგული, მხარს უჭერდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენას. იყო მოძრაობა ჭყონდიდელის ჯერ აფხაზეთის ორგანიზაციის, შემდეგ კი სრულიად საქართველოს მოძრაობა ჭყონდიდელის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე
1984 - 2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ
1982 - 1984 წლებში მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
1976 - 1982 წლებში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას კუიბიშევის (სამარის) საოლქო სახელმწიფო საისტორიო არქივში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში
1978 - 1982 წლებში სწავლობდა კუიბიშევის (სამარის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სსრკ ისტორიის კათედრაზე. ასპირანტურის დასრულების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია
1971 - 1976 წლებში უმაღლესი განათლება მოსკოვის სახელმწიფო საისტორიო-საარქივო ინსტიტუტში მიიღო (ამჟამად რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი)
1968 - 1970 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში
1966 - 1968 წლებში ეწეოდა შრომით საქმიანობას მშობლიურ სოფელში
1966 წელს დაამთავრა ოტობაიის პირველი საშუალო სკოლა
ჯემალ გამახარიას ეკუთვნის სამ ათეულზე მეტი მონოგრაფია, კრებული და ბროშურა სხვადასხვა ენებზე. ჟურნალ-გაზეთებში, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ასეული სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილი, პოლიტიკური მოხსენება, განცხადება თუ ინტერვიუ. ისინი ეხება მიმდინარე პოლიტიკის, აფხაზეთის დეოკუპაციის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ჰყავს მეუღლე - რუსუდან ხარებავა, ქალიშვილები - სალომე და სოფია