ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ

 

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ქალაქ თბილისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ბოლო წლებში განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია. ამის გამო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გრძელდება დევნილთა განცხადებების შემოსვლა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული სოციალ-ეკონომიკური და ყოფითი პრობლემების თაობაზე. დევნილთა სოციალურ სიდუხჭირეს კიდევ უფრო ამძიმებს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განპირობებული აფხაზეთის პრობლემის პოლიტიკური მოგვარების საკითხში არსებული სირთულით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა შექმნილი სიტუაცია, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად მიავლინა კომისია კომპაქტური ჩასახლებების ცენტრებში, განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები დევნილთა ყოფითი პირობების მოსაგვარებლად.

ცნობილია, რომ ამჟამად დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა თითქმის 38%, ხოლო 62% კერძო სექტორში-ნათესავებთან, ნაცნობებთან ან ნაქირავებ ბინებშია განთავსებული.

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის #643 ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივ ორგანოებს ევალებოდა დევნილების ორგანიზებული შესახლება უმოქმედო ობიექტებში, სხვადასხვა დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, ბაგა-ბაღებში, რაც მაშინ ნაწილობრივ განხორციელდა. შედეგად მოხდა დევნილთა უკონტროლო შესახლებები ზემოხსენებულ და, ასევე, სამეურნეო დანიშნულების სხვა ობიექტებში, რომლებშიც ისინი დღემდე იმყოფებიან. 18- წლიანი ექსპლუატაციის შედეგად კომპაქტური განსახლების ობიექტთა უმრავლესობაში სერიოზული სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. მოშლილია ელექტრო, წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემები. საცხოვრებული პირობები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სანიტარულ ნორმებს.

აღსანიშნავია, რომ 2009-2010წწ კომპაქტური ჩასახლების უმრავლეს ცენტრებში განხორციელდა  (პრივატიზაცია) დევნილებისათვის დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემა, რამაც სერიოზულად განმუხტა სიტუაცია. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი რჩება პრობლემა იმ ობიექტების, რომლებშიც ცხოვრობენ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. ამ ობიექტებს  გამოუჩნდნენ მესაკუთრეები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა მიუღებელი ხერხებით გამოასახლონ დევნილები დაკავებული შენობებიდან ალტერნატიული ფართისა და კომპენსაციის გარეშე, რაც საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზად იქცა. ამ და მრავალ სხვა ფაქტზე არსებობს სასამართლოების მიერ სააღსრულებლო ბიუროებისთვის დევნილთა გამოსასახლებლად გადაცემული სააღსრულებო ფურცლები.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ კიდევ უფრო დაამძიმა ისინი დევნილთა სოციალური პირობები. ბევრს დააკარგვინა სამუშაო ადგილები და ისინი აღმოჩნდნენ მატერიალური სიდუხჭირის ზღვარზე. ამოეწურათ რა ქირით ცხოვრების საშუალება, იძულებული გახდნენ მოეძებნათ საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო ობიექტებში. ჩასახლების პირველივე დღიდან მათვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით ხელსაც უწყობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე, უმეტესობამ მაინც შეძლებისდაგვარად კეთილმოაწო თავიანთ საცხოვრბელი ფართი.

დევნილთა განცხადებებიდან ირკვევა, რომ ამ ოჯახების უმეტესობა 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში კერძო სექტორში ქირით. მათ არაერთხელ მიმართეს სათანადო უწყებებს თხოვნით ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყვეტილი ვერ იქნა. მათ დევნილთა საქმეების სამინისტროში განუმარტეს, რომ თვითონ მოეძებნათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა რის შემდეგ დაეხმარებოდნენ მის დაკანონებაში. ამის ნათელი მაგალითია ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა მაჩაბლის #8-ში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებთან დაკავშირებით. ეს ობიექტი იყო ყოფილი მელიორაციის დეპარტამენტის შენობა და წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა (ამჟამად სახელმწიფო საკუთრება), სადაც თვითნებურად შესახლდა ქ. თბილისში რეგისტრირებული 17 ოჯახი. ესენი არიან:

(ზაირა ფარცვანია _ 7 სული, რეგისტრირებულია თბილისში; მედეა ანჯაფარიძე_3 სული _ თბილისში; როენა კვარაცხელია 5 სული _ თბილისში; ნაზიბროლა ჩემინავა - 4 სული_თბილისში; ჯენერი ჩემინავა _ 1 სული _ თბილისში; როზანი ესიავა _ 5 სული _ თბილისში; ზურაბ ურიდია _ 6 სული _ თბილისში; ზურაბ შელია _ 1 სული _ თბილისში; ნინო ესათია _ 2 სული _ თბილისში; კუკური შონია _ 5 სული _ თბილისში; ბადრი მურცხვალაძე _ 3 სული _ თბილისში; ნინო ზანთარია _ 2 სული _ დეპორტირებულია რუსეთიდან _ თბილისში; ნუნუ ხუბუა _ 6 სული _ თბილისში; ციალა ჯოლოგუა _ 3 სული _ თბილისში; ნელი სიჭინავა _ 1 სული_თბილისში; ბელა რუხაია _2 სული_ თბილისში, ნონა ფარულავა_3 სული_თბილსში,   მანანა ხვინგია 1 სული თბილისი).

ჩასახლებიდან დევნილებმა მიმართეს თხოვნით ქ. თბილისის მერიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს ადგილზე დარეგისტრირების თხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხი ვერ იქნა გადაწყვეტილი, მიუხედავად იმისა,  რომ ობიექტი  იყო სახელმწიფოს საკუთრებაში.

ამ ოჯახებმა ყოფითი პირობების მინიმალური მოწესრიგებისათვის,  ნორვეგიის არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, შეძლეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და კანალიზაციის გაყვანა.

2010 წლის 16 აგვისტოს ისინი გამოასახლეს შენობიდან ადეკვატური  საცხოვრებელი ფართის გამოყოფის გარეშე. რის გამოც გამოხატეს პროტესტი და დაიწყეს აქცია სამინისტროს შენობის წინ.

აქციას შეუერთდნენ დევნილთა სხვა ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ თბილისში და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქირით. მათ ასევე  შეუერთდნენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან რეგიონში, მაგრამ რეგისტრაციის მისამართზე არასდროს უცხოვრიათ. ისინი ცხოვრობდნენ თბილისში, ქირით კერძო სექტორში.

აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული შემდეგი ოჯახები:

როინ გერსამია _ 5 სული ზუგდიდში;

რევაზ ფიფია _ 5 სული _ თბილისში

ზური გვასალია _ 2 სული _ თბულისში;

შალვა ფაცაცია _ 6 სულია _ თბილისში;

ედემი წოწორია _ 4 სული _ თბილისში;

მანანა ქადარია 12 სული _ სენაკში;

ეთერი ბჟალავა _ 5 სული _ წალენჯიხა;

თემურ ფრუიძე _ 3 სული _ თბილისი;

ეკატერინე ინჯგია _ 3 სული _ სენაკი;

ვასილი რაზმაძე _ 1 სული _ თბილისი;

რუსლან ფანგანი _ 3 სული _ წყალტუბო;

ქეთო სულავა _ 3 სული _ თბილისში;

თამაზ ჯღამაძე _ 1 სული _ თბილისში;

გოდერძი გვიჩიანი 2 სული _ ზუგდიდში;

ნატო ხაფავა _ 5 სული _ ბოლნისში;

რაინდი ლაგვილავა _ 5 სული _ რუსთავი;

მაია წურწუმია _ 2 სული წალენჯიხა;

ელდერ თოდუა _ 4 სული _ დეპორტირებულია რუსეთიდან;

ეკატერინე ჯობავა _ 6 სული _ წალენჯიხა;

რუსუდან ხუბუტია _ 4 სული _  ზუგდიდში;

თინა ქებურია _ 6 სული _ ფოთი;

ადამ ჟორჟოლიანი – 4 სული _ ბოლნისში;

მარინა ალასანია _ 6 სული _ მარტვილი;

მანანა ხვინგია           1 სული-თბილისში;

ბიჭიკო კოპალიანი 2 სული- თბლისში;

 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა დროს განცხადებით მიმართეს აგრეთვე დევნილებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობდნენ ქირით.      ასე მაგალითად: ციალა ჯოლოგუა, 3-სულიანი ოჯახი, რეგისტრირებულია და ცხოვრობს თბილისში ქირით, 1993 წლიდან;

_ მედიკო ანჯაფარიძე (3 სული), რეგისტრირებულნი არიან და ცხოვრობენ თბილისში ქირით, 1993 წლიდან;

_ შალვა ფაცაცია _ 3 სული, რეგისტრირებულნი არიან სენაკში, 2008 წლის შემდეგ ცხოვრობენ თბილისში, ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაასახლეს თამარიშვილის # 9_ში, საიდანაც წელიწადნახევრის შემდეგ გამოასახლეს.

_ ზაზა ჩეხერია _ 4 სული, რეგისტრირებულნი არიან ზუგდიდში. თვითონ ზაზა ჩეხერია მსახურობდა საქართველოს მესამე ქვეით ბრიგადაში, საიდანაც მივლინეს იქნა კოსოვოში სამშვიდობო მისიით. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ დაბრუნდა  მშობლებთან გალში, საიდანაც დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მთელი ოჯახი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი იმ მოტივით, რომ ზაზა მსახურობდა ქართულ არმიაში.  ამჟამად, ცხოვრობენ ნათესავებთან ქალაქ თბილისში.

_ ლამარა ბელქანია _ მარტოხელა პენსიონერია, რეგისტრირებულია თბილისში;

_ მაკა ანთია _ 4 სული _ რეგისტრირებულია თბილისში, ცხოვრობდა ე.წ ~ზაკვოს~ შენობაში, საიდანაც 2010 წელს გამოასახლეს.

ზემოაღნიშნული დევნილი ოჯახების მდგომარეობის შესახებ ცნობილია ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში, მაგრამ სამწუხაროდ მათი პრობლემების გადაწყვეტა დიფერენცირებულად (ინდივიდუალურად) ვერ ხერხდება. ეს საკითხი განხილულ იქნა პრეზიდენტის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე 2010 წლის 24 ივნისს და მიღებულ იქნა ექსპერტთა დასკვნა აფხაზეთის ა./რ უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანალიტიკურ ანალიზზე დევნილთა მდგომარეობის შესახებ. რეალურად, საჩქაროდ იყო გადასაწყვეტი 4 ათეული ოჯახის დროებითი ფართის გამოყოფის საკითხი. ამჟამად ამ პრობლემის გადაწყვეტა იტვირთა ეკლესიამ, რომელმაც  დროებით ეს შეიფარა დევნილები.

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის თანახმად, 2011_2212 წლების განმავლობაში დევნილთა ოჯახების კატეგორიების დაკმაყოფილება სათანადო საცხოვრებელი ფართით რეალურად ვერ ხსნის აქციის მონაწილეების პრობლებას დღეს არსებული დროებითი თავშესაფრების უქონლობის გამო, რაც იწვევს დევნილთა ოჯახების სერიოზული აღშფოთებას, სამწუხაროდ, ამისთვის არ არის გამოყენებული მიტოვებული უფუნქციო ობიექტები დროებით საცხოვრებლად სამთავრობო სტრატეგიის პროგრამის სრულად ამოქმედებამდე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩასახლების მიკროზონებში ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, ჩამოყალიბდა მიკრო-ინფრასტრუქტურა (სკოლა, პოლიკლინიკა, საბავშო-ბაღი, მუსიკალური სკოლა და სამხატვრო სტუდია, სპორტული დარბაზი და სხვა), სადაც დევნილებია დასაქმებული და მათი დაშლა შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში; სხვა მიზეზით კი ეს აღიქმება ძალადობად, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად, ომით გამოწვეული ტრაგედიით გატანჯული ადამიანების პერმამენტულ დევნად.

ყურადსაღებია ის მორალურ-ფსიქოლოგიური გარემოებაც, რომ იშვიათია დევნილი, რომელსაც არ ჰყავს აქ დაკრძალული ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი. სხვაგან “გადასახლების” შემთხვევაში  ის ისევ ხდება ტრამვირებული ახალ გარემოში ინტეგრირებამდე.

1993 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ დევნილთა სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო, როგორც ზემოთ აღინიშნა, 50_ზე მეტი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სამართლებრივად არ იქნა განხილული დევნილთა მატერიალური ზარალის (რომ არაფერი ვთქვათ მორალური) კომპენსაციის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის #124 ბრძანებულებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აფხაზეთის ა/რ და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვა დაიწყო. სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. დევნილთა რეგისტრაციის პერიოდში  შეადგინა სათანადო ქონებრივი დეკლარაციები. რეალურად გადაიდგა ნაბიჯი დევნილთა ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისაკენ. პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით გაურკვეველია, რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი დევნილთა საკუთრების დადასტურებისAპროცედურა. მოწინააღმდეგე მხარე  აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში ასხვისებს ამ საკუთრებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, აქ კი სახელმწიფო რეესტრი არ იძლევა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი სტრუქტურა გაუქმებულია და მუშაობა ამ მიმართულებით შეწყვეტილია.

სამწუხაროდ, აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის მიერ დატოვებული უძრავი ქონების (თითქმის 100 ათასი ოჯახის)  ზარალი  დღემდე  მიახლოებითაც  არ  არის დადგენილი. Mმიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანონი “საკუთრების რესტიტუციის შესახებ”, მისი განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, არ შექმნილა რესტიტუციისა და კომპენსაციების საკითხთა კომისია, რასაც ითხოვს Aაღნიშნული კანონი. ხოლო პროექტით “ჩემი სახლი”Aადგილნაცვალ პირთა უძრავი ქონების შესახებ ინტერნეტის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები, რომლებმაც ინფორმაციულად უნდა დაბლოკოს საკუთრების შეძენა უკანონო მესაკუთრისგან, სინამდვილეში ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთში დევნილთა ქონების უკანონო გასხვისებისაგან დაცვას.

ამასთანავე, ეს პროექტი შეიცავს სერიოზულ სამართლებრივ, ტექნიკურ და პროცედურულ ნაკლოვანებებს. კერძოდ, სახელმწიფოში არ ასებობს ქმედითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების განკარგვისა და ექსპლუატაციის უფლებას სრული სამართლებრივი გარანტიებითა და მექანიზმებით, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.   სინამდვილეში ამ ზარალის რაოდენობა (ომამდელი კურსით) აფხაზეთში მინიმალურ ფასებში შეადგენს (მარტო დევნილი მოსახლეობის) 3 მილიარდ დოლარს. ამავე დროს, დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლების მესვეურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ომის შედეგად აფხაზეთისთვის მიყენებული ზარალი შეადგენს 15 მილიარდ დოლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია რომ თანახმად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა “დევნილთა სტატეგიის შესახებ”, ისევ ვაყენებთ საკითხს, რომ განხორციელეს დევნილთა ოჯახების კატეგორიებად დიფერენცირება, და ამ კატეგორიების წინაშე მდგარი სპეციფიკური პრობლემების გათვალისწინებით მოხდეს მათი სოციალური, ყოფითი საკითხების მინიმალურად  მაინც  მოგვარება.  ამისთვის  საჭიროდ  მიგვაჩნია შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:

 

1. დაჩქარდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტური განსახლების ობიექტების კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურა გამოსულია მწყობრიდან, ასევე შესაკეთებელია უმეტეს შენობა-ნაგებობათა სახურავები.

2. დროში უნდა იყოს გაწერილი - ვის მიერ, რა სახით და როდის იქნება დაკმაყოფილებული დევნილთა ის ოჯახები, რომლთა საცხოვრებელი ფართებიც (შენობები) არ ექვემდებარებიან საკუთრებაში გადაცემას.

3. დასადგენია იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ცხოვრობენ ქირით, გირაოთი, ნაცნობებთან, ნათესავებთან და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღმოჩნდნენ უკიდურესად მძიმე მატერიალურ პირობებში, რადგანაც დაკარგეს (კრიზის გამო) სამუშაო ადგილები და იძულებული არიან საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად, დროებით სამუშაოდ გავიდნენ საზღვარგარეთ (ოჯახის სხვა წევრები დატოვებული ჰყავთ საქართველოში).

4. სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას დევნილთა ბოლო რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომები, რადგანაც სრულიად უკანონოდ მიგვაჩნია ერთ საცხოვრებელ მისამართზე (ფართზე) მიწერილი სხვადასხვა ადამიანების და დევნილობის პერიოდში ერთ საოჯახო ნომრად რეგისტრირებული ახლად შექმნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას მათი, როგორც ერთი ოჯახის განხილვა.

5. ელემენტარული უფლებებისა და კონსტიტუციის აშკარა დარღვევას წარმოადგენს ის, რაც ხდება დევნილთა გადამისამართებასთან დაკავშირებით. რეალურად, .თბილისში შეწყვეტილია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი გადამისამართება, რომლებმაც ნათესავებისა და მეგობრების დახმარებით თავად გამონახეს საცხოვრებელი ფართები. ამასთანავე, დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა დასაქმება სხვადასხვა ფირმებში, უწყებებში, შეძლეს ბინის ქირის გადახდა კერძო სექტორში და, მაინც, უკვე 10-15 წელია, ცალკეული ოჯახები ვერ გადიან რეგისტრაციას (მიუხედავად იმისა, რომ შვილები სკოლაში შეიყვანეს დედაქალაქში, დაამთავრეს სკოლა, უნივერსიტეტი და ზოგიერთი დასაქმებულია სხვადასხვა სტრუქტურებში).

6. წლების განმავლობაში ვერ გადაწყდა იმ დევნილთა რეგისტრაციის საკითხი, რომლებიც იძულებული გახდნენ დროებით გასულიყვნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ. ასევე, გაურკვეველია იმ დევნილების ბედიც, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფის გამო ვერ ახერხებენ ყოველ 6 თვეში საპენსიო სააგენტოში, დევნილთა სამინისტროში რეგისტრაციის გავლას. Aამ მიზეზით, მოქმედი მინდობილობის მქონე მის ოჯახის წევრს მაინც უწყდება პენსიისა და დახმარების თანხის გაცემა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის საკონსულოების მეშვეობით,სერიოზული დანახარჯის გარეშე შეუძლიათ ჩვენს მოქალაქეებს რეგისტრაციის დაფიქსირება (რომ ცოცხალია). ამავე გზით შეიძლება გაიაროს რეგისტრაცია ათასობით აფხაზეთიდან დევნილმა, რომელიც აფხაზეთის დაცემის დღიდან მატერიალური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას (უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთის ფედერაციიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან) და დღემდე არ ყოფილა აღრიცხული.

ანალოგიური პრობლემა აქვს გალის რაიონში მცხოვრებ უმწეო, სარეცელთან მიჯაჭვულ დევნილთა უმრავლესობას. არადა ამ პრობლემის მოგვარება გალის რაიონში ძალიან მარტივად შეიძლება წითელი ჯვრის ან სხვა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით.

7. უწყებათაშორისი შეთანხმებით გადასაწყვეტია კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ეხება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ უმოქმედო ობიექტებს, სადაც უმთავრესად 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შესახლდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც არა აქვთ საშუალება გადაიხადონ ბინის ქირა. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებულებიც. ასეთ ობიექტთა რიცხვი ამჟამად 2 ათეულზე მეტია. რატომღაც ამ შენობა-ნაგებობებს დღეს გამოუჩნდნენ მყიდველები (ზოგი უკვე შესყიდულია, დევნილები გამოსახლებულნი არიან) და ცდილობენ დევნილების გამოსახლებას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე.

8. ასევე გაურკვეველია ზოგიერთი ობიექტების რეაბილიტაციის საკითხი, ან რა კომპენსანციას მიიღებენ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც მოახერხეს ფართის შეძენა, მაგრამ წლების განმავლობაში უსახსრობის გამო ვერ შეძლეს სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცნობილია, რომ კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობა, დღითი დღე მძიმდება, რადგან ისინი არ სარგებლობდნენ არანაირი კომუნალური შეღავათებით, არ არიან დასაქმებული; ჰუმანიტარული დახმარების პროგრამაში ისინი იშვიათად ხვდებიან და .. ამიტომ ამ კატეგორიის დევნილთა ოჯახებისთვის კომპენსანციის გაწევა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

9. ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დადგენისა და რეაბილიტაციის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად (“საკუთრების რესტიტუციის შესახებ”), შეიქმნას რესტიტუციისა და კომპენსაციების საკითხთა კომისია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ საკითხის გადაწყვეტა არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.

 

ამრიგად, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, გადაუწყვეტელი რჩება მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს საკანონმდებლო ბაზისა და უწყებრივი ბრძანებების, დებულებების დახვეწა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

 

 

შედგენილია:

 

- ა. წოწონავა, მ. ჩხოტუა, ლ. ხუნჯუა

 

- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ

პირთა უფლებების დაცვის

სამსახურის მიერ

 

- უმაღლესი საბჭოს კომისიები.

 

 

(2011 წლის 1 მარტის მონაცემებით)
ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ფოტოგალერეა
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions