რუსეთი ამ ტერიტორიის მისაკუთრებას საბჭოთა პერიოდშიც ცდლიობდა.
2008 წლის შემდეგ, როცა აფხაზეთი რუსეთმა აღიარა, ეს საკითხი აქტუალური გახდა. 2010-11 წლებში დე ფაქტო პრეზიდენტმა ბაგაფშმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს გადაცემა არ მომხდარიყო. პირველი სერიოზული დაპირისპირება აფხაზ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის სწორედ აიბღას თემაზე მოხდა. 2014 წლიდან კვლავ აქტიურდება ეს საკითხი.
შარშან, 2020 წლის იანვარში რუსეთის ფეესბე-მ ეს ტერიტორია საკუთარი ბრძანებით კრასნოდარის მხარეს მიაკუთვნა. თებერვალში რეესტრშიც შეიტანეს. სოხუმშიც და თბილისშიც ამასთან დაკავშირებით დიდი აურზაური ატყდა. რუსეთმა დროებით უკან დაიხია. აგვისტოში კი ხიდიც ააშენეს, რომელმაც ეს სოფელი ადლერს დააკავშირა. იქ რუსების მხრიდან მმართველია დანიშნული. აფხაზებს არაფერს ეკითხებიან. რუსეთმა ანექსიის პროცესი დაასრულა.
ეს ფაქტი მომხდარია, რუსეთმა წაიღო ეს ტერიტორია. სამწუხაროდ, აფხაზური მხარე მას წინააღმდეგობას ვერ უწევს, მაგრამ საზოგადოება უკიდურესად შეურაცხყოფილი და უკმაყოფილოა.
ქართულმა მხარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა. ჟენევის დისკუსიებზეც გაკეთდა განცხადება“, – განმარტავს ჯემალ გამახარიამ.