აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, მისი ხელმძღვანელობა, ემიჯნებიან და გმობენ სერგი საჯაიას და ბესიკ მიქავას მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ცილს სწამებს აფხაზეთში ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებულ თავკაცებს, ზვიად გამსახურდიას ბოლომდე ერთგულ თანამებრძოლებს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს, ამჟამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს ბატონებს ნუგზარ მგალობლიშვილს და თეიმურაზ მჟავიას. ასევე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის ერთერთ ხელმძღვანელ მუშაკს ბატონ ხვიჩა ქარდავას. ვიდეო ჩანაწერებში მოტანილი ფაქტები და მოსაზრებები არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავენ ამ ღირსეული პიროვნებების დისკრედიტაციას.

 

მოვუწოდებთ ვიდეო მიმართვის ავტორებს, შეწყვიტონ შეურაცხმყოფელი და ცილისწამებლური კამპანია და პატივი სცენ სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ და მომავალ გადაწყვეტილებებს.



უმაღლესი საბჭოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილება

09.08.2022 წელი

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions