საქართველოსათვის დაფერფლილი გულები

ახლახან შევიტყვე, რომ გარდაიცვალა ჩარლზ (შალვა) ჩხოტუა. ჩარლზ (შალვა) ჩხოტუას იცნობს ქართული საზოგადოება. იგი არაერთხელ ყოფილა საქართველოში. ესპანეთში ქართული დიასპორის საპატიო წევრი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში.

2005 წელს ჩარლზ ჩხოტუა საქართველოს მოქალაქე გახდა. მაგრამ ბევრისთვის, თუ არა უმრავლესობისათვის ეს გვარი და სახელი თითქმის არაფრის მთქმელია. განსაკუთრებით, ახალი თაობისათვის. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცოდი ბევრი რამ ამ პიროვნებაზ, რომ არა ნატო მარშანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომელი - მკლევარი-ენთუზიასტი, რომელმაც სერიოზული შენატანი გააკეთა ქართული ისტორიოგრაფიაში აფხაზური წარმოშობის თავადების შესახებ სქელტანიანი მონოგრაფიის სახით.

 

მაშ ასე, ჩარლზი დაიბადა 1939 წლის 30 აგვისტოს ცნობილ სანტა ბარბარაში, რომელიც, კალიფორნიაშია. გარდაიცვალა ესპანეთში, 2022 წლის 11 სექტემბერს.

სანამ ჩარლზ ჩხოტუაზე ვიტყოდი, მინდა ორიოდე სიტყვით აფხაზთა თავად-აზნაურობის შთამომავლებზე ნიკი (ნიკოლოზ) და ზურაბ ჩხოტუებზე შეგახსენოთ: ჯერ ზურაბ ჩხოტუაზე- ზურაბ ჩხოტუა  ცნობილი გენერლის ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას (გენერალ-მაიორი,რუსეთ-თურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, გმირობისთვის უბოძეს თავადობა და მიწები სამურზაყანოში; ააშენა სკოლა და გაიყვანა გზა საბერიოსა და სამურზაყანოში, გენერალ მიხეილ შერვაშიძის შვილების აღმზრდელი) შვილიშვილი. 1921 წლიდან ემიგრაციაშია ჯერ რუმინეთში, მერე კი-ამერიკაში. ცხოვრობდა სან- ფრანცისკოში, 1954 წლიდან ნიუ-იორკში. მას ეკუთვნის სიტყვები: „საქართველოს ემიგრაცია წარმოადგენს საკუთარი ერის ერთადერთ ნამსხვრევს, რომელსაც მოქმედების თავისუფლება აქვს დატოვებული. ეს  დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს - მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და ფიქრები კეთილი საქმიანობისაკენ, რომლის მიზანია ქვეყნის ინტერესების დაცვა... მოცემულ გზაზე დგას წინაღობები, რომლის დაძლევა მხოლოდ ზებუნებრივი ძალებით არის შესაძლებელი“, - პატრიოტს, ნიჭიერ მხატვარსა და პიროვნებას, ადამიანს დაჯილდოვებულს არაჩვეულებრივი ეშხითა და ბუნებრივი ხიბლით. ხოლო ბატონ შალვას (ჩარლზის) მამა, ნიკოლოზ ჩხოტუა - მწერალი და დიპლომატი, ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა. თავდაპირველად ევროპაში ცხოვრობდა, მოგვიანებით ამერიკაში. მას ამერიკაში იცნობდნენ, როგორც პრინც ნიკოლას ჩხოტუას. ის დაქორწინებული იყო  პრეზიდენტ რუზველტის სამხედრო მრჩევლის, ჰოვარდ მარმონის ქალიშვილზე. 1954 წლიდან იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა. მას საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. გახდა იუსტიციის გენერალი და წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. გარდა ამისა, იყო კარდინალის სწავლული მდივანი, მალტის ორდენის წევრი და როგორც ორდენის წარმომადგენელი, საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დააარსა კოსტა-რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქართველ ემიგრანტებში. ნიკოლოზ ჩხოტუა ყველგან საქართველოს ინტერესებს იცავდა და მუდამ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ნიკოლოზ  ჩხოტუას დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან - გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, ლევან ზურაბიშვილის ოჯახთან, ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის ოჯახთან და იმ დროის სხვა ცნობილ ადამიანებთან.ნიკოლოზ ჩხოტუა გარდაიცვალა 1984 წელს. დაიბარა, რომ მისი ნეშტი საქართველოში გადაესვენებინათ, უკიდურეს შემთხვევაში - გული მაინც მიებარებინათ ქართულ მიწას. მაგრან იმ დროისათვის, ცივი ომი პირობებში, ეს შეუძლებელი იყო. მხოლოდ 1987 წელს, მისი ანდერძის თანახმად, ნოსტალგიითა და სამშობლოს ნახვის ნატვრით დაფერფლილი გული მშობლიურ მიწას მიაბარეს. დღეს მისი გული დედამისისა და მისი დის გვერდით ვერის სასაფლაოზე განისვენებს.

საქართველოს ამ ღირსეული შვილების დაკრძალვის ადგილი დიდხანს იყო უცნობი, მაგრამ დიდი და სერიოზული მეცადინების შედეგად (ისევ ქალბატონ ნატა მარშანიას ძალისხმევით, რომელსაც დიდი დახმარება გაუწია ლოზანის იმ დროინდელმა მერმა) შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა მათი სასაფლაობეს ადგილსამყოფელის დადგენა ლოზანაში. სხვათა შორის, საკმაოდ მოვლილ მდგომარეობაში. 2018 წლის ივნისში საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, შვეიცარიაში საქართველოს ელჩის, ჟენევაში საქართველოს წარმოდგელობისა და ჟენევის დისკუსიებში საქართველოს დელგაციის ხელმძღვენელობის მონაწილეობით პატივი მიაგო აფხაზეთის თავადების ზურაბ და ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუების ხსოვნას.

2019 წელს გარდაიცვალა ბატონ შალვას (ჩარლზის) უფროსი ძმა ზურაბი, ნიკი ჩხოტუას  უფროსი ვაჟიშვილი, რომელიც  თავის დროზე სწავლობდა ესპანეთის   მეფესთან – ხუან-კარლოსთან, იყო მისი დიდი მეგობარი. ალბათ, ჩხოტუებისადმი გამოჩენილი ყურადრებით უნდა აიხსნას ის რომ, შალვას ოჯახმა შემატყობინა ბატონ ზურაბის  გარდაცვალების შესახებ და მათი მოწვევით დავესწარი მისი დასაფლევების ცერემონიას ჟენევაში. იქ გავიცანი ბატონი შალვასა და ჩხოტუების დიდი ნათესაობა - 5 და-ძმა და 5 შვილის შთამოიმავლობა, რომლებიც მიმოფანტულნი არიან ამერიკისა და ევროპის კონტინენტებზე. საუბრისას ბატონმა შალვამ გამოთქვა სურცილი, რომ საქართველსათვის გადაეცა ის დიდი საარქივო მასალა, რაც მას და ნათესაობას დაუგროვდათ წლების განმავლობაში. მისი ქალიშვილი ქრისტინა, ქალბატონ ნატო მარშანიას ჩართულობით, აქტირად ჩაერთო ამ იდეის განხორცილებაში: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო ჩხოტუების ოჯახის წარმოდგენლობის მიღებისათვის მზადება. სამწუხაროდ, კოვიდის შემოტევამ გადაგვადებინა მათი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩარლზის ერთ-ერთი ოცნება, მამის ოცნების მსგავსად მართლაც იყო მისი წინაპრების სამშობლოში საქართველოში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა და განათლება მიიღო უცხოეთში, როგორც მამამისი ნიკოლასისთვის, საქართველო მისი ფიქრებისგან და გულისგან შორს არასდროს არ ყოფილა. შესაძლებლობა გაჩნდა საბჭოური „პერესტროიკას“ შემდეგ, ადრეულ 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დემოკრატიულად აირჩიეს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ჩარლზის საქართველოში პირველი ვიზიტის დროს, ახალ პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგად ის დაინიშნა მის სრულუფლებიან წარმომადგენლად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. ჩარლზმა 1990-იანი წლებში თავისი საერთაშორისო კავშირების მეშვეობით არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს კავკასიის რეგიონს შეუწყო ხელი სხვა და სხვა სოცილური თუ ეკონომიური პროექტების განხორცილებასა და ინვესტიციების მოზიდვაში. ბავრი იღვაწა, რათა ახალი, დამოუკედებელი საქართველო უფრო მეტად აღიარებული და ცნობილი გამხდარიყო დასავლეთში. ამ მიზნისათვის ის იყენებდა სხვა და სხვა საშუალებებს-იქნებოთა ეს ევროპული პარლამრნტი, ბრიუსელი, თუ ცნობილ ჟურნალისტებთან ინტერვიები რადიოებში BBC - ლონდონში, CNN - ამერიკაში, პარიზში, ესპანეთში, თუ სტუდენტური აუდიტორია ოქსფორდში, ლონდონში ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებაში საქართველოს პოპულარიზაცია, მასმედიის სხვა შესაძლებლობები და ა.შ.

ჩარლზი ბოლოს საქართველოს ეწვია 2012 წლის ბოლოს ერთ-ერთ ოფიციალური დელიგაციის შემადგენლობაში. მას დარჩა ქვრივი ესპანეთში და ორი შვილი, კრისტინა და შალვა.

ჩარლზ ჩხოტუა ცდილობდა არასოდეს გეაწყვიტა ის ძაფები, რომლებიც სამშობლოსთან აკავშირებდა. ვაგლახ, რომ საქართველოს ღირსეული შვილები, თავად-აზნაურობის შესანიშნავ შთამომავლობას ვერ ეღირსა ნანატრი მიწა-წყლითან ზიარება! ნათელ დაადგეს ბატონ შალვა (ჩარლზ) ჩხოტუას სახეს!












































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions