შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღეების ფარგლებში შემოქმედებითი საღამო ჩატარდა

19 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აფხაზეთის დღეების ფარგლებში შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტი, მხარდამჭერები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

 

საღამოში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა“, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჩელა“, კულტურის ინსტიტუტის ანსამბლი არტ-საქართველო, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“. დამსწრე საზოგადოებისთვის შემოქმედებითმა კოლექტივებმა ქართულ-აფხაზური და ოსური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. დარბაზი დიდი აღფრთოვანებითა და ემოციებით ხვდებოდა თითოეულ წარმოდგენილ ცეკვასა თუ სიმღერას.

საღამოს დასასრულს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ ქართული სასიმღერო და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის შემოქმედებით კოლექტივებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცა. ის გულთბილად მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ანსამბლებს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.






























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions