სამძიმარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ  მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა აფხაზეთის დამსახურებული არტისტი თამარ მილდიანი.

ქალბატონი თამარი წლების განმავლობაში იყო კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის გამორჩეული წევრი. სოხუმში მოღვაწეობის პერიოდში, ასევე დევნილობაში ქალაქ თბილისში შესრულებული აქვს არაერთი სახასიათო როლი, რომელიც სამუდამოდ დარჩება თეატრის მოყვარულთა მეხსიერებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მეუღლეს - უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ ნუგზარ მგალობლიშვილს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური ქართული მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions