ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე დე ფაქტო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო გუნდებმა უარი მიიღეს
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, რომელსაც ConIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია, რომელიც იმ ქვეყნებს აერთიანებს, ვისაც ფიფა არ ცნობს) ატარებს უნგრეთში 17-21 ივნისს, დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვერ მიიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თავდაპირველად ისინიც მოიაზრებოდნენ ტურნირში მონაწილე გუნდებს შორის.
დე ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საელჩოს ჩარევის შედეგად. ჩემპიონატში უარი ეთქვა ასევე სამხრეთ ოსეთის გუნდსაც.
ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთი მუდმივად სიცრუეში ამყოფებს, მარიონეტულ ხელისუფლებასაც და მოსახლეობასაც ატყუებს "ბუტაფორიული" დამოუკიდებლობით. საერთაშორისო ორგანიზაციები და ცივილიზებული მსოფლიო კი მათ "დამოუკიდებლობას" არ ცნობენ და მიიჩნევენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებად.
სხვათა შორის, ქართველ და აფხაზ ფეხბურთელებს ოდესღაც უდიდესი წარმატებებისთვის მიუღწევიათ ყოფილი საბჭოთა კავშირის და ევროპის საფეხბურთო სარბიელზე.