1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა.  ეს არის უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომლის საერთაშორისო დონეზე განმტკიცებაც სრულიად საქართველოს კათოლკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობასა და ძალისხმევას უკავშირდება. 

გილოცავთ სრულიად საქართველოს, თითოეულ მორწმუნეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის  დღეს.  ვიმედოვნებ რომ ურთიერთსიყვარულითა და ქრისტესმიერი მიტევებით, მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია მშვიდობიანად აღდგება აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  


ჯემალ გამახარია


სხვა სიახლეები