26 მარტს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები
ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
პრეზიდიუმის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის
გრაფიკის დამტკიცების შესახებ.
საკითხთან
დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა. მოსაზრებები
გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების
კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის
უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ადა მარშანიამ.
საკითხის
განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ
გრაფიკს.
პლენარულ
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ.
პლენარულ
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე
დავით მიქავა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი დავით ბაღდავაძე, ამავე სამსახურის
იურისტი ნიკოლოზ ბუცხრიკიძე.
საკითხთან
დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ
საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი დავით ბაღდავაძე, თანამომხსენებელი
გახლდათ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ
ყოლბაია.
კანონპროექტი ინიციირებულია აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს მიერ. ცვლილება შეეხება სიპებისა და
აიპების ხელმძღვანელი პირების დანიშვნას. არსებული წესით მათ ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო ცვლილების თანახმად უშუალოდ შესაბამისი სამინისტროების
ხელმძღვანელების მიერ დაინიშნებიან.
კანონპროექტთან
დაკავშირებით შეკითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის
კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.
შემაჯამებელ
სიტყვაში ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი
ძალიან კარგად არის შედგენილი და დასაბუთებული,
ცენტრალურ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია. ამ ცვლილებით მოხსნილია პრობლემა, რომელიც სამინისტროებს ხელს უშლიდა პრაქტიკულ საქმიანობაში განეხორციელებინათ კონტროლის
ფუნქცია სიპების და აიპების მიმართ.
საკითხის
განხილვის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.