28 მარტს უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველო“-მ გამართა შეხვედრა მშვიდობის ელჩებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავთ შორენა ჯავაშვილი, პროექტების ხელმძღვანელი - ნათია ფეიქრიშვილი. შეხვედრა მიჰყავდა ნატალია პაჭკორიას.

ორგანიზაციამ წარმოადგინა მათი საქმიანობის ამსახველი ვიდეო რგოლი, ასევე   სოციალური კლიპი “მშვიდობის ელჩები”. ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველო“ ახორციელებს პროექტს - „აფხაზეთი მე ვარ“, რომლის ფარგლებში გადაღებულია 6 დოკუმენტური ფილმი აფხაზეთში ომის შესახებ, ჩატარებული აქვს ამ ფილმების ჩვენება და  სხვადასხვა ღონისძიებები პროექტის ფარგლებში. ორგანიზაციამ თავისი საპატიო სიგელებით დააჯილდოვა პროექტში „აფხაზეთი მე ვარ“ მონაწილე პირები - მშვიდობის ელჩები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა სტუმრებს და საპატიო სიგელი გადასცა ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველო“-ს სახალხო პროექტის - „აფხაზეთი მე ვარ“ განხორციელებისთვის, გმირი სამხედროების ღვაწლის წარმოჩენის, მომავალ თაობასთან მშვიდობიანი გზავნილების მიტანისა და საოკუპაციო ხაზებს მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებთან ნდობის და მშვიდობის აღდგენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

 

გალერეა