22 მარტს,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის იური ნორაკიძის სახელობის აუდიტორიაში  მათემატიკოს ნაპო გაბელიას დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. .

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების დეპარტამენტის პროფესორმა როლანდ კოპალიანმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ. მათ გაიხსენეს სუბტროპიკული უნივერსიტეტის მიერ განვლილი გზა და ნაპო გაბელიას დამსახურებებზე ისაუბრეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გურამ ბენდელიანი, საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი თამაზ ცანავა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნაპო გაბელიას ოჯახის წევრები, კოლეგები,  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

გალერეა

სხვა სიახლეები