21 მაისს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ქართველი პოეტის, აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის წიგნი-ალბომის - “უვიწყარა” პრეზენტაცია გაიმართა.

„უვიწყარა“ აფხაზეთიდან დევნილი პოეტის, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელსაც სახელი ეწოდა პოეტის საყვარელი მინდვრის ყვავილის მიხედვით. მისი შემდგენელი და პროექტის ავტორი ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ნანა ჭანტურიაა.

 

“სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის” მსახიობებმა მაყურებლის წინაშე ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ცხოვრების ამსახველი მომენტები გააცოცხლეს, სოხუმელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ია მაისაიამ   პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერა შეასრულა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, კრებულის შემდგენელმა, ჟურნალისტმა და ფსიქოლოგმა ნანა ჭანტურიამ.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ნონა ქარციძემ ჯემალ გამახარიას, გიორგი ჯინჭარაძეს, ვახტანგ ყოლბაიას და გიორგი ძაძამიას ძვ.წ.V საუკუნის უნიკალური მონეტის-კოლხური დრაქმა-უნიკუმის ფრაგმენტების გადასცა საჩუქრად.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნე ადგილობრივი ხელისუფლების, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გალერეა

სხვა სიახლეები