19 მაისს ილუზიების მუზეუმში, აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, მედიაპროექტის “მიამბე აფხაზეთზე” 10 წლის იუბილესადმე მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მულტიმედიური ინსტალაცია, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევდა ვირტუალურად ემოგზაურა აფხაზეთში.

ვიდეოინსტალაციისა და ციფრული ვიზუალური ფორმატები აერთიანებდა აფხაზეთზე მოგონებებს, ადამიანების პირად ისტორიებს, ხმებსა და ემოციებს, რომლებიც პროექტის “მიამბე აფხაზეთზე” ფარგლებში ათი წლის განმავლობაში დაგროვდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და კომპოზიტორმა და მუსიკოსმა დავით ევგენიძემ მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და პროექტის ავტორი, ჟურნალისტი ელისო ხუტკუბია  სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, პროექტის მონაწილეები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა

სხვა სიახლეები