18 მაისს,  ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ,  აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაიამ,   აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ. 

ბიუსტის გახსნას უმადლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: ჯემალ გამახარია, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, მურმან კვარაცხელია,  საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავი 1993 წლის 13 ივლისს, სოფელ შრომასთან სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჩამოაგდეს. მან მტრისთვის დანებებაზე უარი განაცხადა და შეტაკებისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.

გალერეა

სხვა სიახლეები