18 მაისს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის
ეზოში აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთობისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა.
გალა-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის
ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა
უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი
ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ
მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები
და წევრები: ჯემალ გამახარია, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია,
თემურ მჟავია, მურმან კვარაცხელია, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი
საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით
დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.