21 მაისს “აფხაზეთობა 2026”- ის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლის “აღთქმული სანაპირო” პრემიერა გაიმართა.

რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლი „აღთქმული სანაპირო“ ტენესი უილიამსის პიესის „ტრამვაი სახელად სურვილის“ ადაპტაციას წარმოადგენს. მისი მთავარი გმირები დები, სოფი და ჰელენი არიან, რომლებიც საფრანგეთში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ერთმანეთს დააშორა. სპექტაკლი წარმოადგენს მცდელობას, მაყურებელს გეოპოლიტიკური ცვლილებები არა ფაქტებიდან გამომდინარე, არამედ ადამიანური პერსპექტივიდან დაანახოს. 

სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.    

 

გალერეა

სხვა სიახლეები