24 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“ სხდომა ჩატარდა. სხდომას უძღვებოდა ფრაქციის თავმჯდომარე რაისა ქარაია.
სხდომაზე განიხილეს საკითხი სამეცნიერო კონფერენციის „ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობები: ისტორია, თანამედროვეობა, სამომავლო პერსპექტივები“ მომზადებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ.
სხდომას მოწვეული სტუმრების სტატუსით
ესწრებოდნენ და სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის პრეზიდენტმა ბატონმა ზურაბ ლომთათიძემ და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა
ქალბატონმა მარიამ მირესაშვილმა.