25 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამარე ჯემალ გამახარიამ,  თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატმა თემურ მჟავიამ  კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

2025  წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. ქართული სამხედრო სკოლის იუნკერები 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.




გალერეა

სხვა სიახლეები