გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ
თეატრში ორგანიზაცია “თაობა 21 საქართველოს” ორგანიზებით შემოქმედებითი საღამო - “აფხაზეთი
მე ვარ” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთის ომის მონაწილე რუსთაველი
მეომრებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.
საღამო გაიმართა პროექტის ფარგლებში “მშვიდობის ელჩები - მომავალი
თაობისათვის”.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრი ბადრი
მაჭავარიანი, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და დევნილი საზოგადოების
წევრები ესწრებოდნენ.