აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2025“-ის ფარგლებში შემაჯამებელი გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო პლენერში
მონაწილე ხელოვანების ნამუშევრები, რომლებიც საიუბილეო პლენერის ფარგლებში აჭარაში,
სხვადასხვა ლოკაციაზე შეიქმნა.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის
2025“ 4-9 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით და „შავი ზღვის
ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20“-ის და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 25-მა ხელოვანმა სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთიდან,
უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან), ასევე აჭარაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით
გადადგილებულმა მხატვრებმა.
ღონისძიების ფარგლებში სსიპ „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ორგანიზებით ახალგაზრდა დევნილი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.