ეს წმინდა და ნათელი დღე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ  დაადასტურა საკუთარი სახელმწიფოებრივი ნება და დამოუკიდებელი მომავლის რწმენა.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იცავდა სამშობლოს და ქმნიდა ქვეყნის ძლიერ მომავალს; პატივს მივაგებთ აფხაზეთის იმ მკვიდრთ - ქართველებს, აფხაზებს, სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, სახელმწიფოს მშენებლობასა და მისი მთლიანობის დაცვაში: აკაკი ჩხენკელს, ვალიკო ჯუღელს, არზაყან ემუხვარს, ვასილ ღურჯუას, ვარლამ შარვაშიძეს, იოანე ფაშალიდისს, დიმიტრი ზახაროვს...  მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, სიმტკიცისა და განვითარების საფუძველია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სრულიად საქართველოს ულოცავს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.გისურვებთ  მშვიდობას, წინსვლას, კეთილდღეობასა და გამთლიანებას.

 

გალერეა

სხვა სიახლეები