22 მაისს, “ბაზარი ორბელიანზე” აფხაზეთიდან
დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების
მიერ შექმნილი პროდუქცია: სამკაულები, კერამული ნაკეთობები, სასურსათო პროდუქცია, აქსესუარები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ბავშვთა ანსამბლ “შავნაბადას” კონცერტი.
გამოფენა-გაყიდვას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის
წევრები და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.