23 მაისს, “აფხაზეთობა 2026”-ის კვირეულის ფარგლებში,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთისადმი
მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ,
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა
გიორგი ძაძამიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ - „წარმატებული
ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ სტიპენდიანტებთან და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანოს - „ახალგაზრდული
მრჩეველთა საბჭოს“ - წევრებთან.
ასევე წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური
კომპოზიცია, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და
შემოქმედებას მიეძღვნა.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების,
განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის
წევრები, სოხუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები
და სტუდენტები ესწრებოდნენ.